leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: როგორც კი რადიკალურ-ექსტრემისტული დაჯგუფებები იწყებდნენ ძალადობას პოლიციელების მიმართ, ქვების სროლა იყო ეს, ბოთლების სროლა, შურაცხყოფები, მაშინვე აქციის ძალიან ბევრი მონაწილე იშლებოდა და მიდიოდა სახლში

„როგორც კი რადიკალურ-ექსტრემისტული დაჯგუფებები იწყებდნენ ძალადობას პოლიციელების მიმართ, ქვების სროლა იყო ეს, სიტყვიერი შეურაცხყოფები, ფიზიკური შეურაცხყოფები, ბოთლების სროლა, მაშინვე აქციის ძალიან ბევრი მონაწილე იშლებოდა და მიდიოდა სახლში”, – ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეთა აქციებს გამოეხმაურა.

„მგონი საზოგადოება კარგად ხედავს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ქვეყანაში. ეს არის მართული, ძალადობრივი პროცესები. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ. ვიღაცებს აქვთ იმის მცდელობა, რომ აღნიშნულ აქციებს მშვიდობიანი დაარქვან, თუმცა ჩვენ ვხედავთ რადიკალურ დაჯგუფებებს. რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვსაუბრობ და არ შეიძლება ყველა ერთიან კონტექსტში მოვიხსენიოთ. იქ მართლაც არიან ადამიანები, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი, ვინც არ მიესალმება არანაირ ძალადობას. გახსოვთ კადრები, როგორც კი რადიკალურ-ექსტრემისტული დაჯგუფებები იწყებდნენ ძალადობას პოლიციელების მიმართ, ქვების სროლა იყო ეს, სიტყვიერი შეურაცხყოფები, ფიზიკური შეურაცხყოფები, ბოთლების სროლა, მაშინვე აქციის ძალიან ბევრი მონაწილე იშლებოდა და მიდიოდა სახლში“, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე იხილეთ