leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი რუხაძე „ქართულ ოცნებაზე“: როგორ შეიძლება ძალამ, რომელმაც ასეთი ეკონომიკური ზრდა ანახა, ომი ააცილა ქვეყანას, ევროკავშირის კანდიდატი გახადა, არჩევნები წააგოს?!

„როგორ შეიძლება ძალამ, რომელმაც ასეთი ეკონომიკური ზრდა ანახა, ომი ააცილა ქვეყანას, ევროკავშირის კანდიდატი გახადა, არჩევნები წააგოს?!” – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „შემდეგი გაჩერება“ განაცხადა.

„ყველას ჰგონია, რომ „ოცნება“ არის დაუმარცხებელი. მთავარი ელჩებიდან დაწყებული, ჩემთვის ნათქვამი აქვთ, რომ დაუმარცხებელიაო. როგორ შეიძლება ძალამ, რომელმაც ასეთი ეკონომიკური ზრდა ანახა, ომი ააცილა ქვეყანას, ევროკავშირის კანდიდატი გახადა, როგორ შეიძლება არჩევნები წააგოს?! ერთი წელი არ გასულა [ევროკავშირის] კანდიდატობიდან, როგორ შეიძლება არჩევნები წააგონ, ამ [გამჭვირვალობის შესახებ] კანონის გამო?!“, – აღნიშნა რუხაძემ.

ასევე იხილეთ