leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: ყველას მინდა მშვიდობისკენ მოვუწოდო. მინდა მივმართო, მეგობრებო, ახალგაზრდებო, არ გამოგიყენონ თავიანთი ბინძური ზრახვების განსახორციელებლად

„ყველას მინდა მშვიდობისკენ მოვუწოდო. მინდა მივმართო, მეგობრებო, ახალგაზრდებო, არ გამოგიყენონ თავიანთი ბინძური ზრახვების განსახორციელებლად. ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი. აქ საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე”, – ამის შესახებ კახა კალაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

დედაქალაქის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი გამჭვირვალობის შესახებ კანონის მოწინააღმდეგეთა აქციებს გამოეხმაურა.

„ამას [პროტესტს] აქვს სხვა მიმართულება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი, აქვთ მცდელობა ხელისუფლების აყირავების, რევოლუციის მოწყობის. ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნების გზით არანაირი შანსი არ აქვთ, არცერთ პოლიტიკურ პარტიას. ყველა იბრძოლებს იმისთვის, რომ საარჩევნო ბარიერი გადალახონ. მცდელობა აქვთ, რომ ახალგაზრდები გამოიყენონ. არ ვსაუბრობ იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც ზოგი ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენს, რადიკალურ დაჯგუფებებს და ა.შ. ძალიან მძიმეა ჩემთვის, რომ რადიკალები ცდილობენ ახალგაზრდების გამოყენებას თავისი ბოროტი ზრახვების განსახორციელებლად. არის ხოლმე მოწოდებები პარლამენტის ბლოკირებაზე, როგორც კი კანონს მიღმა ფაქტები ფიქსირდება, ლიდერები ყველა გაიპარება ხოლმე და ახალგაზრდებს შეატოვებენ ხოლმე პოლიციას. ყველას მინდა მშვიდობისკენ მოვუწოდო. მინდა მივმართო, მეგობრებო, ახალგაზრდებო, არ გამოგიყენონ თავიანთი ბინძური ზრახვების განსახორციელებლად. ჩვენ არაფერი გვაქვს გასაყოფი. აქ საუბარია მხოლოდ გამჭვირვალობაზე და რა თქმა უნდა გვინდა ევროპა და ევროპული მომავალი“, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე იხილეთ