პრემიერი: ჩვენი თხოვნაა აშშ-ის მიმართ, უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირისადმი კი ჩვენი მოწოდებაა, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან დეკემბერში
„ჩვენი მოწოდებაა პარტნიორების მიმართ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ ჩვენი ქვეყნის დაახლოება როგორც აშშ-სთან ასევე ევროკავშირთან”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„ჩვენი თხოვნაა აშშ-ის მიმართ, რომ უზრუნველყოფილი იყოს ჩვენი მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცია. დარწმუნებული ვარ ეს არ დაამძიმებს აშშ-ს, ასევე ხელი მოეწეროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, უზრუნველყოფილი იყოს პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ამერიკას შორის. რაც შეეხება ევროკავშირს – აქ ჩვენი მოწოდებაა, რომ გაიხსნას მოლაპარაკებები საქართველოსთან დეკემბერში“, – აღნიშნა პრემიერმა.