leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: წინა ხელისუფლების პირობებში იყო რუსეთის თვისებრივი გავლენის გაფართოება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ჩვენ კი გვაქვს თვისებრივი მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე და ნული პროცენტით გავლენის გაფართოება რუსეთის მხრიდან

„წინა ხელისუფლების პირობებში იყო რუსეთის თვისებრივი გავლენის გაფართოება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ჩვენ კი გვაქვს თვისებრივი მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე და ნული პროცენტით გავლენის გაფართოება რუსეთის მხრიდან”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას.

მან აღნიშნა, რომ „რუსეთისკენ კურსი“ სპეკულაციების ერთ-ერთი საგანია.

„მე მინდა, მარტივად შეგახსენოთ, რა მოხდა 2004-012 წლებში – რუსეთმა გააფართოვა თავისი გავლენა საქართველოში, მათ შორის ეს გამოიხატა საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციით, ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებით. თქვენ იცით, რომ უამრავი სტრატეგიული ობიექტი გასხვისდა წინა ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციაზე. რეალურად 20024-2012 წლებში თვისებრივად გაფართოვდა გავლენა რუსეთის ფედერაციის საქართველოს ტერიტორიაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება პირველია, რომლის პირობებშიც რუსეთის ფედერაციას არ ჰქონია ტერიტორიული წინსვლა საქართველოში.

„ასევე, არ გაგვისხვისებია რუსეთის ფედერაციაზე, შესაბამის კომპანიებზე ჩვენი სტრატეგიული ობიექტები. თუ ჩვენი ხელისუფლების მოსვლის პერიოდში პრორუსული კანდიდატები და პარტიები დაახლოებით 20%-ს იღებდნენ არჩევნებზე. დღეს მათი შედეგი არის 1-2%. ჩვენ მოვუგეთ რუსეთის ფედერაციას პრინციპული პროცესები როგორც ჰააგაში, ასევე სტრასბურგში. მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინაში სამხედრო აგრესია, ომი, ჩვენ შევუერთდით 600-ზე მეტ აქტს, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდაჭერას და რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობას“, – განაცხადა პრემიერმა.

მისი შეფასებით, შედეგებზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს.

„ეს არის კონკრეტული შედეგები და ნაბიჯები. წინა ხელისუფლების პირობებში იყო ნული წინსვლა ევროინტეგრაციის მიმართულებით, იყო რუსეთის ფედერაციის თვისებრივი გავლენის გაფართოება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. რაც შეეხება ჩვენი ხელისუფლების შედეგებს, გვაქვს თვისებრივი მიღწევები ევროინტეგრაციის გზაზე და ნული პროცენტით რაიმე გავლენის გაფართოება რუსეთის ფედერაციის მხრიდან. ეს არის შედეგები, დანარჩენზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე იხილეთ