leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: გამჭვირვალობა არავის სიამოვნებს, არავის უნდა მისი ფული დაიხარჯოს გამჭვირვალედ – ამიტომ ითხოვენ კანონპროექტის გაუქმებას

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რატომ ითხოვენ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის გაუქმებას.

„ჩემი აზრით, მიზეზი მარტივია – გამჭვირვალობა არავის სიამოვნებს, არავის უნდა რომ მისი ფული დაიხარჯოს გამჭვირვალედ. ყველას აქვს დისკომფორტი ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს პოზიცია აბსოლუტურად გასაგებია, თუმცა ჩვენთვის მისაღები ვერ იქნება. ჩვენთვის მისაღებია მხოლოდ ისეთი დამოკიდებულება, რომელიც ითვალისწინებს ქართული საზოგადოებისთვის ფინანსების გასაჯაროებას და ამ ფინანსების გამჭვირვალობას“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე იხილეთ