leaderboard_below_slide
left_sabechdi

პრემიერი: ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მათ შორის მოძალადეებზეც ძალადობაც მიუღებელია. ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავოს ნებისმიერი ძალადობრივი აქტისგან

„ჩვენ პირველი განცხადებები ძალადობასთან დაკავშირებით იყო, როცა მოძალადეებს შეეხო ძალადობა. ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მათ შორის მოძალადეებზეც ძალადობაც მიუღებელია. ყველას მოვუწოდებ რომ თავი შეიკავოს ნებისმიერი ძალადობრივი აქტისგან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ძალადობას პრინციპულად ყველა ვემიჯნებით. მინდა ერთ რამეზე გავამახვილო ყურადღება., გახსოვთ ძალადობის აქტები, რომელიც დაიწყო რამდენიმე კვირის წინ. პირველი იყო გამოკვეთილი აქტი ელისაშვილის ძალადობა, რაც არა მხოლოდ არ დაგმო არავინ, პირიქით – კონკრეტულმა ტელევიზიებმა, სხვა სუბიექტებმა პირდაპირ მოიწონეს შესაბამისი აქტი. ასეთი სახით შუქდებოდა კონკრეტული ძალადობრივი აქტი. შემდეგ ეს ყველაფერი გაგრძელდა ჟურნალისტებზე ფსიქოლოგიური ძალადობით. მინდა გავიხსენო POS-TV ერთ-ერთ ჟურნალისტზე განხორციელდა ასეთი ფსიქოლოგიური ძალადობა. რამდენიმე ათეული ორკის 20 წლის გოგოს პირდაპირ თავს დაესხნენ და მიდიოდა მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა. რაც ყველაზე შემაშფოთებელია, ერთ-ერთმა მუსიკოსმა, რომელიც თავის საქმეში ნიჭიერია, მაგრამ სხვა რამეში ნიჭი არ გამოადგა, ეს მოიწონა და გააზიარა და ამას ჰქონდა 2-3 ათასი მოწონება.

შემდეგ გახსოვთ ხელოვანებზე და სპორტსმენებზე მიდიოდა პირდაპირი ე.წ. ბულინგი. ჩვეულებრივი ქოლ-ცენტრი ჰქონდათ შექმნილი და სპორტსმენებზე, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებზე იგზავნებოდა ასეულობით მესიჯი. ამასაც არავინ გაემიჯნა.

ორმაგი სტანდარტი არის აბსოლუტურად მიუღებელი. ამ ძალადობის აქტებს არ გამოხმაურებია არცერთი დიპლომატი. ეს ყველაფერი ძალიან შემაშფოთებელია. ჩვენ პირველი განცხადებები ძალადობასთან დაკავშირებით როცა მოძალადეებს შეეხო ძალადობა. ნებისმიერი ძალადობა არის მიუღებელი, მათ შორის მოძალადეებზეც ძალადობაც მიუღებელია. ყველას მოვუწოდებ რომ თავი შეიკავოს ნებისმიერი ძალადობრივი აქტისგან“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე იხილეთ