leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლაშა გეგეჭკორი: მხოლოდ ერთს ვერ აკეთებენ, რადგან ხელისუფლებაში არ არიან. დააკვირდით, იმეორებენ იმას, რასაც წლობით აკეთებდნენ. დაჭერებს – ვერა. წავიდა მათი დრო!

„შვილებო, ახალგაზრდებო – ჩვენო მომავალო: ყველა გაფრთხილებთ – უსაფრთხოება, შსს, ახლა თბილისის მერმა კახი კალაძემ მოგმართათ, ნუ წახვალთ მტრული ძალების მართულ აქციაზე, ეს ბოროტი ძალაა – სისხლი სწყურიათ. ყველაფერს ცდილობენ, არჩევნების გარეშე ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მიუსაფარ ცხოველთა მართვის კახეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მუნიციპალური თავშესაფრის ყოფილი უფროსი, ლაშა გეგეჭკორი წერს:

„მხოლოდ ერთს ვერ აკეთებენ, რადგან ხელისუფლებაში არ არიან.

დააკვირდით, იმეორებენ იმას, რასაც წლობით აკეთებდნენ.

დაჭერებს – ვერა. წავიდა მათი დრო!

ვეღარ იჭერენ, ვეღარ კლავენ, ვეღარ ტოვებენ უსახლკაროდ.

ერთია, რომ ისევ ურტყამენ, ოღონდ თავისიანებს.

გამოძიება აქაც თავის სიტყვას იტყვის.

თუ ადრე ერთმა ტელევიზიამ გვაჩვენა „მოდელირებული ქრონიკა“, ახლა ამას ოთხ ტელევიზიაში ვუყურებთ. არა მარტო ვუყურებთ, სცენარის ჩვენს ცხოვრებაში ასახვა უნდათ.

არ გამოვა, ვერა – მაიდანი აქ არ იქნება!

სადღეგრძელო რომ არ გამომივიდეს, ბოლოს გეტყვით და ტაიმ-აუტს ვიღებ ხვალ საღამომდე.

შვილებო, ახალგაზრდებო – ჩვენო მომავალო:

ყველა გაფრთხილებთ – უსაფრთხოება, შსს, ახლა თბილისის მერმა კახი კალაძემ მოგმართათ, ნუ წახვალთ მტრული ძალების მართულ აქციაზე, ეს ბოროტი ძალაა – სისხლი სწყურიათ. ყველაფერს ცდილობენ, არჩევნების გარეშე ჩაიგდონ ხელში ძალაუფლება.

მერე კი…

ჰკითხეთ მანამდე ბუტა რობაქიძის მშობლებს…

გირგვლიანის დედას ვეღარ…

გამცემლიძის მამას…

სულხან მოლაშვილის მამას…

ვაზაგაშვილების (არ ვიცი ვინ დარჩათ…)

კობა დავითაშვილის მეუღლეს…

დარჩენილ აფრასიძეს დახვრეტილი ოჯახიდან…

პოლკოვნიკი თეთრაძის ქვრივს…

რეინჯერ ცინდელიანის დედას…

გლდანის ციხის მორგში მიცვალებულებზე დასკოჩილ პატიმრებს…

და კიდევ ბევრს, ძალიან ბევრს…

ჰკითხეთ და ისინი მოგიყვებიან…

გეტყვიან, როგორ სწყურიათ სისხლი…

დარჩით სახლში, ყველა მიყვარხართ, შვილებო.

ერთი გზა გვაქვს!” – წერს ლაშა გეგეჭკორი.

ასევე იხილეთ