left_sabechdi

ნინო წილოსანი: სოციალურ ქსელებში პარტიული ჟურნალისტების ჩვეული ჟრიამულია, უხარიათ მათი გაუზრდელი მსტოვრები როგორ სამაგალითოდ დახტიან მაგიდაზე

„ირაკლი კობახიძე, როგორც ყოველთვის, აკადემიურობისა და ინტელექტის მაგალითს აჩვენებს, სადღაც ადამიანების პატარა ნაწილს კი, ამ ვაი-ჟურნალისტების სამარცხვინო ქცევა აჟიტირებს”, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრას.

„სოციალურ ქსელებში პარტიული ჟურნალისტების ჩვეული ჟრიამულია, უხარიათ, მათი გაუზრდელი მსტოვრები როგორ სამაგალითოდ დახტიან მაგიდაზე. რეალურად კი, უამრავი ადამიანი ისმენს პრემიერ-მინისტრის ურყევ პოზიციას ევროინტეგრაციის შეუქცევად პროცესზე, დემოკრატიის მნიშვნელობაზე, გამჭვირვალობის კანონის აუცილებლობასა და ძალადობის აღკვეთის საკითხებზე.

ირაკლი კობახიძე, როგორც ყოველთვის, აკადემიურობისა და ინტელექტის მაგალითს აჩვენებს, სადღაც ადამიანების პატარა ნაწილს კი, ამ ვაი-ჟურნალისტების სამარცხვინო ქცევა აჟიტირებს“, – წერს წილოსანი.

ასევე იხილეთ