leaderboard_below_slide
left_sabechdi

მიხეილ სარჯველაძე: ამაყები შეგვიძლია ვიყოთ პრემიერის გამო, რომელიც ლიდერია ჩვენი ქვეყნის

“ამაყები შეგვიძლია ვიყოთ პრემიერის გამო, რომელიც ლიდერია ჩვენი ქვეყნის. ამ კაცს აქვს უნარი, არ იყოს მძევალი იმ არასრულფასოვნების კომპლექსის, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს ვიღაცა ვაშაძე, სააკაშვილი, თუ გვარამია”, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ ჩართვისას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მინისტრი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოკ-შოუების წამყვანებთან შეხვედრას გამოეხმაურა.

„გუშინ სამი ქალბატონის სრულიად უზნეო გამოხტომას ჰქონდა ადგილი როდესაც პრემიერს ხვდებოდნენ. იქ რომელიმემ არგუმენტი მოისმინეთ რამე? ტყუილების კორიანტელი იყო მარტო და სწორი შეფასებები ითქვა IQ-სთან, კულტურასთან და ზნეობასთან დაკავშირებითაც. ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო პრემიერის მხრიდან სრული კეთილგანწყობა საიმისოდ, რომ თუ ვინმეს რეალური არგუმენტი აქვს, რა თქმა უნდა, ამაზე მზად ვართ მსჯელობა გავმართოთო. ეს არის პასუხისმგებლობით აღვსილი პოლიტიკოსის განცხადება. ამაყები შეგვიძლია ვიყოთ ამ კაცის [პრემიერის] გამო, რომელიც დღეს უძღვება, ლიდერია ჩვენი ქვეყნის. ამ კაცს აქვს უნარი, რომ ეროვნული, პატრიოტული შეგრძნებები დააყენოს ყველაზე მაღლა და არ იყოს მძევალი იმ არასრულფასოვნების კომპლექსის, რომლის დამკვიდრებასაც ცდილობს ვიღაცა ვაშაძე, სააკაშვილი, თუ გვარამია“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

ასევე იხილეთ