left_sabechdi

დონალდ ტრამპი, გამარჯვების შემთხვევაში, ნიკი ჰეილის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე არ განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნიკი ჰეილის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე არ განიხილავს. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

ტრამპის გამოხმაურება Axios-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა, სადაც საუბარია, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, ის ვიცეპრეზიდენტის თანამდებობაზე რესპუბლიკური პარტიის პრაიმერიზში თავის კონკურენტ ნიკი ჰეილის ნიშნავდა.

„ნიკი ჰეილი არ განიხილება ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე, მაგრამ მე მას წარმატებას ვუსურვებ!“, – წერს ტრამპი.

ასევე იხილეთ