left_sabechdi

ნუცა ბუზალაძე: ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანის სიყვარული მოვიპოვე

“ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემი მთავარი მიზანი იყო ამდენი წლის შემდეგ ევროვიზიის ფინალში გავსულიყავი და ეს გავაკეთე”, – ამის შესახებ მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან მომეცა საშუალება ჩვენი სიმღერა გაეცნო ამდენ ადამიანს, ყველას შეეყვარებინა. ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებდა და ჩვენი დროშა ამაყად ფრიალებდა ევროვიზიის ფინალში, ძალიან კარგი გამოსვლები გვქონდა და ამით მე ვარ ამაყი. ამაყი ვარ ასევე ჩემი გუნდით და ვფიქრობ რომ ჩვენი 100% გავაკეთეთ. ეს ყველამ ძალიან კარგად დაინახა და მთავარია ზუსტად ეს არის. მე არასდროს ვაქცევ ყურადღებას ნომრებს და მხოლოდ ვაკეთებ იმ საქმეს, რაც ძალიან მიყვარს და ეს ყველამ დაინახა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანის სიყვარული მოვიპოვე და ჩემთვის მთავარია საქართველოს ფინალში დაბრუნება“, – აღნიშნა ბუზალაძემ.

საქართველოს წარმომადგენელმა ნუცა ბუზალაძემ ევროვიზიის 2024 წლის კონკურსის ფინალურ შოუში 21-ე ადგილი დაიკავა.

ასევე იხილეთ