left_sabechdi

შარლ მიშელი: მოვუწოდებთ ისრაელის მთავრობას, პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, მიუღებელია ისრაელელი სამხედროების მხრიდან რაფაჰში ხალხის ევაკუაცია სახიფათო ადგილებში. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

„რაფაჰში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეების სახიფათო ზონებში ევაკუაციის ბრძანება მიუღებელია. ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელის მთავრობას, პატივი სცეს საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს და მოვუწოდებთ, არ განახორციელოს სახმელეთო ოპერაცია რაფაჰში“, – წერს მიშელი

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ამბობს, გადაკვეთის პუნქტები სრულად უნდა ფუნქციონირებდეს და ყველა მცდელობა უნდა გაგრძელდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უზრუნველსაყოფად.

მიშელმა ასევე განაცხადა პალესტინის სახელმწიფოს შექმნაზეც. მისი თქმით, ამ მხრივ საკვანძოა სიცოცხლისუნარიანი პალესტინის სახელმწიფოს შექმნა ისრაელის გვერდიგვერდ მშვიდობისა და უსაფრთხოების პირობებში, როგორც გაეროს რეზოლუციაშია ასახული.

ასევე იხილეთ