left_sabechdi

ვახტანგ გომელაური: არის ოპერატიული ინფორმაცია, სოცქსელებშიც პირდაპირ აცხადებენ, რომ უნდა მოახდინონ შენობების ბლოკირება

ვახტანგ გომელაურმა შს სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აქციების დროს მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრა.

„მე ჩემს განცხადებაშიც ვთქვი, რომ არის ოპერატიული ინფორმაცია. სოცქსელებში პირდაპირ დებენ, რომ უნდა მოახდინონ ბლოკირება – არ უნდა შევუშვათ ეს ადამიანები.

რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, თუ რა გააკეთეს პარლამენტის ჭიშკარზე, ახალგაზრდებიც იყვნენ. სამწუხაროდ, მეორე დღეს განცხადებები იყო, რომ პოლიციამ ძალა გადაამეტა, როდესაც გარეთ საერთოდ არ გამოვსულვართ. წყლის ჭავლი რომ არ გამოგვეყენებინა, ალბათ, კარებს გადმოანგრევდნენ და შემდეგ უფრო მეტი ადამიანი დაშავდებოდა. მათ შორის პოლიციელებიც დაშავდნენ. არ მინდა სახელი და გვარები დავასახელო, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმაც დაგმეს, ეს როგორი გადამეტებული ძალა გამოიყენა პოლიციამ, როდესაც კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, გარეთ არც გამოვსულვართ. შიგნიდან პოლიციამ პერიოდულად წყლის ჭავლი გამოიყენა“, – განაცხადა გომელაურმა.

ასევე იხილეთ