leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: მორიგი ჩანაწერი ოპოზიციის პოლიტიკური შიზოფრენიის ანამნეზში – “რუსეთში დაჩქარებული შესვლის მიზნით, ხელისუფლებამ კატეგორიულად მოსთხოვა აშშ-ს ვიზების გაუქმება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება და პირდაპირი ფრენების დაწესება”

„ხალხის ძალის” წევრი, დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, სადაც აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებით, ნათქვამია, რომ საჭიროა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესება, თავისუფალი ვაჭრობა და პირდაპირი ფრენა.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციის პოლიტიკური შიზოფრენიის ანამნეზში ეს განცხადება ისე ჩაიწერება, როგორც რუსეთში დაჩქარებული შესვლის მიზნით აშშ-სთვის აღნიშნული მოთხოვნების წაყენება, ვინაიდან, ოპოზიცია თვლის, რომ “ქართულმა ოცნებამ” ჩელიაბინსკზე ნოსტალგიით კონსტიტუციაში ევროპული გეზი ჩაწერა.

მორიგი ჩანაწერი ოპოზიციის პოლიტიკური შიზოფრენიის ანამნეზში”: … ხოლო რუსეთში დაჩქარებული შესვლის მიზნით, ხელისუფლებამ კატეგორიულად მოსთხოვა აშშ-ს: მასთან ვიზების გაუქმება, თავისუფალი ვაჭრობის გაფორმება და პირდაპირი ფრენების დაწესება. როგორც მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა მისი კუჭის გავლით გადის, ასე ცდილობს ოცნება მოსკოვში არა ლარსით, არამედ ვაშინგტონიდან მოხვედრას. მსგავსი მზაკვრული გეგმით, ოცნებამ ჩელიაბინსკზე ნოსტალგიით კონსტიტუციაში ევროპული გეზი ჩაიწერა. დიაგნოზი: ამ კომბინაციაში ვიღაცა მაგრად აფრენს…” – წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

ასევე იხილეთ