left_sabechdi

თეა წულუკიანი: საქართველოში არ მიმდინარეობს ბრძოლა რომელიმე კანონპროექტის წინააღმდეგ. აქ მიმდინარეობს ბრძოლა იმ მიზნით, რომ გარკვეულმა ძალებმა გარედან ჩვენს ქვეყანაში მათთვის სასურველი წესრიგი დაამყარონ

თეა წულუკიანის შეფასებით, ქვეყანაში არსებული ვითარება კომპლექსურია და სინამდვილეში არ უკავშირდება გამჭვირვალობის კანონის მიღება/არმიღების საკითხს. ამ თემაზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

მისივე თქმით, არსებობს ვარაუდი, რომ სალომე ზურაბიშვილი კანონისთვის ვეტოს დადების პროცედურას გაწელავს, რადგან პრეზიდენტის მიზანი მეტი დესტაბილიზაციაა და ის ამას აღარ მალავს. ვიცე-პრემიერი კანონთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებსაც გამოეხმაურა და ჯიმ ობრაიენის ვიზიტთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა.

„მაქვს მოლოდინები, რომ პარტნიორები და განსაკუთრებით სტრატეგიული პარტნიორები სერიოზულად მოეკიდებიან იმ ფაქტს, რომ საქართველოში არ მიმდინარეობს გარკვეული ძალების მიერ ბრძოლა რომელიმე კანონპროექტის წინააღმდეგ. აქ მიმდინარეობს ბრძოლა იმ მიზნით, რომ გარკვეულმა ძალებმა გარედან დაამყარონ ჩვენს ქვეყანაში მათთვის სასურველი წესრიგი. ამას ეხება დღეს ის კომპლექსური ვითარება, რის ეპიცენტრშიც ყველანი ვართ. ამას ეწინააღმდეგება ამ ქვეყანაში დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების სათავეში მყოფი პოლიტიკური ძალა – „ქართული ოცნება“. შესაბამისად, მათ ეს უნდა დაინახონ. დარწმუნებული ვარ, ხედავენ კიდეც და იმედი მაქვს, ამასთან დაკავშირებით ექნებათ ადეკვატური რეაქცია, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული ქვეყანა, გვაქვს უამრავი სხვა, ეგზისტენციალური საფრთხეც და ამას ემატება ის, რაც უკვე აღვნიშნე“, – განაცხადა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ