left_sabechdi

გიორგი სოსიაშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ წმინდა არაფერი არსებობს

„პატრიარქი, რომელიც ამდენი ათეული წლის განმავლობაში მოსესავით მოუძღვის თავის ერს და სუდარაგადაფარებული ეკლესიად გადააქცია – მთელი მსოფლიო ხედავს და ამ ადამიანის მიმართ ახდენენ შეტევას. თავისთავად ცხადია, კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ წმინდა არაფერი არსებობს!”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი სოსიაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“

„პატრიარქის მიმართვაზე რა უნდა თქვან?! ადამიანები, რომლებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში უწმინდესობას ლანძღავდნენ, არც მინდა ის სიტყვები გავიმეორო, უტევდნენ.

კაცი, რომელიც ამდენი ათეული წლის განმავლობაში მოსესავით მოუძღვის თავის ერს და სუდარაგადაფარებული ეკლესიად გადააქცია მთელი მსოფლიო ხედავს და ამ ადამიანის მიმართ ახდენენ შეტევას. თავისთავად ცხადია, კოლექტიური „ნაცმოძრაობისთვის“ წმინდა არაფერი არსებობს!

პატრიარქის განცხადების თვითნებური ინტერპრეტაცია გააკეთეს. როგორც ვიცი, შეადარეს უღმერთო ნაბუქოდონოსორის მიერ სამი მორწმუნე ახალგაზრდის დასჯის ამბავს – ასეთი პარალელები გააკეთეს, მაგრამ ესენი ამ ტექსტებში ვერ ერკვევიან და წარმოდგენა არ აქვთ, რაზე საუბრობენ. აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც ადამიანი სიმართლისთვის იბრძვის, რწმენაშია, მას ღვთის ანგელოზი ყოველთვის დაიცავს“, – განაცხადა სოსიაშვილმა.

ასევე იხილეთ