left_sabechdi

ხათუნა ხოფერია: საქართველოს ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება! საქართველო სუვერენული სახელმწიფოა!

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს IV, V მოწვევების პარლამენტის წევრი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში აფასებს.

„გვითხარით, რა გინდათ?!….

თუ ხელისუფლების შეცვლას ითხოვთ, გვითხარით, ვის გვთავაზობთ სანაცვლოდ!

სახელები და გვარები გვითხარით!.. 

ყველასთვის გასაგებია, რომ გამჭვირვალობის კანონის უეცარმა შემოტანამ გარკვეული დაბნეულობა და გრაფიკის ცვლილებები გამოიწვია სახდეპისა და ომის გლობალური პარტიის მიერ საქართველოსთვის შემუშავებულ გეგმაში, რაც არჩევნებზე გადატრიალებას გულისხმობდა შემდგომში რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვის მიზნით.

დიახ, პროცესი, რომლის ფინალური აკორდი არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციაზე უნდა ჩამოეკრათ, 6 თვით ადრე დაიწყო და გარკვეული მნიშვნელოვანი პუნქტები, მოუმზადებლობის გამო, ცაში გამოეკიდა.

მთავარი პუნქტი, რაც წინასაარჩევნო პროცესში ნაბიჯ-ნაბიჯ და უმტკივნეულოდ უნდა გაეკეთებინათ – ახალი ლიდერების, სანდო სახეების, სუფთა სახელ-გვარების, მათთვის სანდო პროფესიონალების გამოვლენა, საპროტესტო პროცესში ჩანერგვა და ამ ბაზაზე – „არალეგიტიმური“ ხელისუფლების ალტერნატივის შექმნა იყო.

პროცესი დაიწყეს! მაგრამ ის  რთულად წარიმართა… ოპოზიციურ ფლანგზე გაიზარდა შიდა დაპირისპირებები, ერთმანეთის ჩაშვება-გაშავებები, ერთმანეთის შანტაჟი და მუქარა, გაიზარდა საკუთარი პერსონებისა და პარტიების შეთავაზების საკმაოდ აგრესიული ფაქტები! (ხაბეიშვილის შექმნის, ჩერგოლეიშვილ-სააკაშვილის დაპირისპირების, ვაშაძე-ჩარკვიანის სიმბიოზის და სხვა მრავალი ფაქტი…)

პროექტი შეჩერდა… დრო ბევრი იყო….

კანონის უეცარმა გამოჩენამ და იმან, რომ საპროტესტო ტალღა სწრაფად აგორდა, (სხვათა შორის, ისევ ძველი, ჩასარეცხად გამეტებული პოლიტიკოსების ხელშეწყობით), აქციებმა მიიღო ქაოტური და სასაცილო ხასიათი! ჩვენთვის სასაცილო… მათთვის კი, დილემური და ძნელად გადასაჭრელი! სხვათა შორის, რთული აღმოჩნდა სააკაშვილის გვერდზე გაწევა… ის დღესაც იბრძვის ლიდერობისთვის! (კომენტარებში დავდებ მის ბოლო წერილს).

ცნობისთვის!… ერთია, არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის არცნობისა და ამ ტალღაზე გამოსული ახალგაზრდების მართვით, ახალი ლიდერების ნდობით, იდეოლოგიურად გამართული მოთხოვნებით და სახელმწიფოს, ხელისუფლების კონსტიტუციის ფარგლებში დამხობა…

მეორეა, როდესაც მოქმედ, წარმატებულ, მოქალაქეების სრული ნდობით აღჭურვილ და ამ ნდობის საფუძველზე უმრავლესობით მოსულ ხელისუფლებას ამხობ… თან ვინ?! … ვინ?!

ჰოდა, აი, აქ უნდა ჩავწეროთ ის სახელები და გვარები, რომელსაც გვეტყვით! რომელთა მსოფლმხედველობასა და იდეოლოგიას გავეცნობით, რომლებსაც, თქვენი ვერსიით, გადავაბარებთ ჩვენი სამშობლოს მართვის სადავეებს!

ტექნიკური მთავრობა და კოალიციური მარაზმი ვერ ჩაანაცვლებს არსებული ხელისუფლების 12 -წლიან სამშვიდობო პოლიტიკას, ევროლიბერალიზაციას, კანდიდატის სტატუსს და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ბრძოლას – დიახ, უცხო ქვეყნის ფინანსების გამჭვირვალობის კანონითაც!!!

საქართველოს ჰყავს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლება! 

საქართველო სახელმწიფოა!

საქართველო სუვერენული სახელმწიფოა!

საქართველო უპირველესად სამშობლოა და ღმერთის ტოლია!

მამული, ენა,  სარწმუნოება!

ღვთისმშობელო, დღეს შენი წილხვედრობის დღეა! შენ დაიფარე და გააძლიერე ქართველი ხალხი, მხედრობა და მთავრობა მისი!

ამინ!“ – წერს ხათუნა ხოფერია.

 

ასევე იხილეთ