left_sabechdi

ნინო ფოჩხუა: ოპოზიციური ტელევიზიების ვაი-ჟურნალისტები ყველაზე მეტად არიან დამნაშავეები იმ „კარტინკისთვის“, რასაც ამ დაძაბულ სიტუაციაში კადრულობენ – კანონი სასწრაფო წესით არის მისაღები, რომ ქვეყანამ დაისვენოს და აკეთოს საქმე ევროპული მომავლისთვის

„ოპოზიციური ტელევიზიების ვაი-ჟურნალისტები ყველაზე მეტად არიან დამნაშავეები იმ „კარტინკისთვის“, რასაც ამ დაძაბულ სიტუაციაში კადრულობენ. აჩვენებენ ერთს, აკომენტარებენ, რასაც ყურში ეუბნებიან, ამას ხედავს ხალხი და ამიტომ არც ამ „ბუნტს“ არ აქვს მომავალი“, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.

როგორ ექსპერტი წერს,  კანონი სასწრაფო წესით არის მისაღები, რომ ქვეყანამ დაისვენოს და აკეთოს საქმე ევროპული მომავლისთვის.

„ოპოზიციური ტელევიზიების ვაი-ჟურნალისტები ყველაზე მეტად არიან დამნაშავეები იმ „კარტინკისთვის“, რასაც ამ დაძაბულ სიტუაციაში კადრულობენ. აჩვენებენ ერთს, აკომენტარებენ, რასაც ყურში ეუბნებიან, ამას ხედავს ხალხი და ამიტომ არც ამ „ბუნტს“ არ აქვს მომავალი.

აღარაფერს ვამბობ იმ გაუგონარ სისულელეებზე, რასაც მომიტინგეები ამბობენ გამჭვირვალობის კანონზე. ყველაზე სადარდებელი კი ის არის, რომ უმაღლეს სასწავლებელთა სტუდენტებს ელემენტარული აზროვნება არ შეუძლიათ. ისეთებს ამბობენ, შოკში ვარ.

მოკლედ, ეს კანონი სასწრაფო წესით არის მისაღები, რომ ქვეყანამ დაისვენოს და აკეთოს საქმე ევროპული მომავლისთვის“, – წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

 

ასევე იხილეთ