leaderboard_below_slide
left_sabechdi

ნინო წილოსანი: დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა და უფრო მეტი ინფორმაცია იყოს მიწოდებული პირველი წყაროდან

„დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა და უფრო მეტი ინფორმაცია იყოს მიწოდებული პირველი წყაროდან”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.

დეპუტატმა საქართველოში ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ჯიმ ობრაიენის ვიზიტთან დაკავშირებით ისაუბრა.

„რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართება. ველოდებით ამ შეხვედრებს. დიდი სურვილი გვაქვს, რომ ჩვენს პარტნიორებთან გვქონდეს რაც შეიძლება ახლო ურთიერთობა და უფრო მეტი ინფორმაცია იყოს მიწოდებული პირველი წყაროდან. უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდება, მათ შორის ის სანახაობრივი სურათები, რომელიც ხელოვნურად არის დადგმული და იგზავნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც ნამდვილად არ ემსახურება სწორი ინფორმაციის გავრცელებას. პრემიერ-მინისტრმა ვფიქრობ ძალიან ნათლად ისაუბრა თუ რა იქნება ჩვენი გზავნილები და თუნდაც ამ შეხვედრების ძირითადი სასაუბრო. ეს არის ამ [გამჭვირვალობის შესახებ] კანონის აუცილებლობა, რომელიც სასესიო ფორმატში გადაინაცვლებს და ხვალ იქნება მიღებული“, – აღნიშნა წილოსანმა.

ასევე იხილეთ