left_sabechdi

გიორგი ვოლსკი: ადამიანების ძალიან დიდმა რაოდენობამ, ვინც გამოსულია, საერთოდ არ იცის, რაშია საქმე და რა კანონპროექტზეა საუბარი

„უკვე არაერთხელ ვთქვით და არა მხოლოდ დეპუტატებმა, არამედ საზოგადოების დიდმა ნაწილმაც, რომ ამ კანონპროექტს არაფერი რუსული არ სცხია”, – ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა.

„რუსული კანონი აბსოლუტურად სხვა არის, სხვა შინაარსისაა, სხვა მეთოდები და ბერკეტები აქვს იმისათვის, რომ საერთოდ ჩაკეტოს ეს საზოგადოებრივი საქმიანობის სფერო. ადამიანების ძალიან დიდმა რაოდენობამ, ვინც გამოსულია, ახალგაზრდები არიან ძალიან ბევრი და საერთოდ არ იციან, რაშია საქმე და რა კანონპროექტზეა საუბარი და რატომ არის ეს კანონპროექტი ასე გააფთრებით მიუღებელი კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ველოდით, რომ ერთი ვინმე მაინც გამოჩნდებოდა ამ მილიონერი არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომელიც იტყოდა, რომ რა პრობლემაა და გამოაქვეყნებდა თავის დეტალურ ანგარიშს, რა პროექტებში დაიხარჯა და რა თანხა დაიხარჯა. ძნელია თითქოს? თითქოს არ არის ძნელი, მაგრამ ეს ხომ რეალურად აჩენს ეჭვს, რომ მართლაც ეს სწავლებები, ტრენინგები, რომელიც გულისხმობს რევოლუციის მოწყობას, დესტაბილიზაციას, მსხვერპლიან დაპირისპირებებსა და ჯახებს, რომ რაღაც თანხები ამ მიმართულებით იხარჯება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ასევე იხილეთ