leaderboard_below_slide
left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ყველაფერზე გვექნება რეაგირება, ყველას მხილება, ვინ რა ინტერესებით მოქმედებს

„ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად, ჩვენს მხარეს არის სიმართლე და თუ ვინმე უნდა დაასანქცირონ იმისთვის, თუ რატომ მოქმედებს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გაგვაჩნია”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ყველაფერზე გვექნება რეაგირება, ყველას მხილება, ვინ რა ინტერესებით მოქმედებს. ხალხის ინტერესებისთვის მოქმედება ვერ სანქცირდება, რაც არ უნდა ფორმალური სანქცია უწოდონ ამას, ქვეყნის, სამშობლოსა და ხალხის ინტერესებისთვის მოქმედება სანქცირებას არ ექვემდებარება. არავის არაფრის ეშინია“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა.

ასევე იხილეთ