left_sabechdi

დავით მათიკაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: საზოგადოებამ კარგად რომ იცოდეს, ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, ცდილობენ საკუთარი ინტერესები, რევოლუციური სცენარები განახორციელონ ტყუილებით და დეზინფორმაციით

„საზოგადოებამ კარგად რომ იცოდეს, ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, ცდილობენ საკუთარი ინტერესები, რევოლუციური სცენარები განახორციელონ ტყუილებით და დეზინფორმაციით”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით მათიკაშვილმა “ქრონიკასთან” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის წევრებმა წესით კარგად უნდა იცოდნენ, რას ნიშნავს მესამე მოსმენა, როდესაც მხოლოდ ტექნიკური საკითხები განიხილება.

როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, მათ კარგად იცოდნენ სად და როდის ტარდებოდა სხდომა, თუმცა, მთელი ღამე გაათენებინეს დეზინფორმირებულ ახალგაზრდებს, თვითონ კი კეკლუცობდნენ ჟურნალისტებთან დერეფნებში და არ „შემობრძანდნენ დარბაზში“.

„სხვა კითხვა რომ არ იყო, მძიმე და წერტილთან დაკავშირებით და კენჭისყრაზე მომხსენებელმა მყისიერად დააყენა ეს საკითხი, მითუმეტეს, როდესაც ერთი საკითხი იყო განსახილველი და ესეც ძალიან კარგად იცოდნენ, სად არის აქ სიმართლე. კიდევ ერთხელ, საზოგადოებამ კარგად რომ იცოდეს, ესენი არიან ჩვეულებრივი მატყუარები, ცდილობენ საკუთარი ინტერესები, რევოლუციური სცენარები განახორციელონ ტყუილებით და დეზინფორმაციით“,- დასძინა დავით მათიკაშვილმა.

ასევე იხილეთ