leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზაალ ანჯაფარიძე: არსებული ინფორმაციით ჯიმ ო’ბრაიენის და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის სანქციებს შეეხება. შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე მიმართავს გუნდის წევრებს, რომ გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს

„გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაგრად ჩაისვარეს გუშინდელ მიტინგზე რადიკალური ოპოზიციის წევრებმა, რაც ოპოზიციონერმა იაგო ხვიჩიამაც კი დაადასტურა, ახლა დარჩათ ერთადერთი იმედი – გამთენიისას საქართველოში ჩამოდის ამერიკელი ჯიმ  ო’ბრაიენი, რომელიც სანქციების დაწესების მთავარი კოორდინატორია“, – ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო`ბრაიენის საქართველოში ვიზიტის შესახებ.

ანალიტიკოსის მიერ არსებული ინფორმაციით, ჯიმ ო’ბრაიენს ჩამოაქვს პირდაპირ კონკრეტული პაკეტი ბიძინა ივანიშვილის სანქციების და როდესაც ხვალ შედგება ეს შეხვედრა ო’ბრაიენის და ბიძინა ივანიშვილის, საუბარი სწორედ ბიძინა ივანიშვილის სანქციებს შეეხება.

ანჯაფარიძის თქმით, ამ შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე მიმართავს გუნდის წევრებს, რომ გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს.

„გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მაგრად ჩაისვარეს გუშინდელ მიტინგზე რადიკალური ოპოზიციის წევრებმა, რაც ოპოზიციონერმა იაგო ხვიჩიამაც კი დაადასტურა, ახლა დარჩათ ერთადერთი იმედი – გამთენიისას საქართველოში ჩამოდის ამერიკელი ჯიმ ო’ბრაიენი, რომელიც სანქციების დაწესების მთავარი კოორდინატორია. არსებული ინფორმაციით, მას ჩამოაქვს პირდაპირ კონკრეტული პაკეტი ბიძინა ივანიშვილის სანქციების და როდესაც ხვალ შედგება ეს შეხვედრა ო’ბრაიენის და ბიძინა ივანიშვილის, საუბარი სწორედ ბიძინა ივანიშვილის სანქციებს შეეხება. ამ შეხვედრის შემდეგ მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე მიმართავს გუნდის წევრებს, რომ გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

ასევე იხილეთ