leaderboard_below_slide
left_sabechdi

ლევან ნიკოლეიშვილი: არის ინფორმაცია, რომ ჯიმ ო’ბრაიენი პირადად ბიძინა ივანიშვილს წარუდგენს მისი დასანქცირების პაკეტს. სავარაუდოდ, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე შეხვედრის შემდეგ გუნდის წევრებს სთხოვს, გაითვალისწინონ მისი პოზიცია და მოხდეს კანონის შერბილება

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო`ბრაიენის საქართველოში ვიზიტის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ „აქციაზე განცდილი კრახის შემდეგ ოპოზიციას ახლა მხოლოდ ერთი რამის იმედი აქვს – ამერიკელი სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიენის“.

ექსპერტის თქმით, არის ინფორმაცია, რომ ჯიმ ო’ბრაიენი პირადად ბიძინა ივანიშვილს, ხვალინდელ შეხვედრაზე წარუდგენს მისი დასანქცირების პაკეტს და ამ პოზიციიდან გაგრძელდება ეს შეხვედრა.

როგორც   ნიკოლეიშვილი ვარაუდობს, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე შეხვედრის შემდეგ გუნდის წევრებს სთხოვს, რომ გაითვალისწინონ მისი პოზიცია და მოხდეს კანონის შერბილება.

„აქციაზე განცდილი კრახის შემდეგ ოპოზიციას ახლა მხოლოდ ერთი რამის იმედი აქვს – ამერიკელი სანქციების კოორდინატორის, ჯიმ ო’ბრაიენის. არის ინფორმაცია, რომ ის პირადად ბიძინა ივანიშვილს, ხვალინდელ შეხვედრაზე წარუდგენს მისი დასანქცირების პაკეტს და ამ პოზიციიდან გაგრძელდება ეს შეხვედრა. სავარაუდოდ, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე შეხვედრის შემდეგ გუნდის წევრებს სთხოვს, რომ გაითვალისწინონ მისი პოზიცია და მოხდეს კანონის შერბილება“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ასევე იხილეთ