leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი საზოგადოების წინაშე

„წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი საზოგადოების წინაშე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„არანაკლებ დიდი უპასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი კანონიც კი არ უნდა მიიღოს, თუ ამას გარედან აგვიკრძალავენ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ თავს დავუხრით უარგუმენტო და სიცრუეზე დაფუძნებულ საბჭოური ტიპის გარე დირექტივებს, მომავალში ასეთივე წარმატებით მოგვთხოვენ მაგალითად ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის არ მიღებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ნარკოტიკების ლეგალიზაციას, ქვეყანაში უკონტროლო იმიგრაციის დაშვებას და მრავალ სხვა მანკიერებას, რომელიც დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან სწრაფი ტემპით იკიდებს ფეხს“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე იხილეთ