პრემიერი: მინდა კმაყოფილება გამოვხატო იმ ფაქტით, რომ გუშინ და დღეს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო – ამაში თავისი როლი ჩვენმა ბრიფინგებმა, გაფრთხილებებმა და მოწოდებებმა შეასრულა
„მინდა კმაყოფილება გამოვხატო იმ ფაქტით, რომ გუშინ და დღეს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო იმ ძალადობასთან შედარებით, რომელიც მათი მხრიდან ორი და ოთხი კვირის წინ ვიხილეთ”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამაში თავისი როლი ჩვენმა გუშინდელმა ბრიფინგებმა, გაფრთხილებებმა და მოწოდებებმა შეასრულა. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას – ძალადობისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისგან თავი შეიკავონ“, – აღნიშნა პრემიერმა.