leaderboard_below_slide
left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: ქართველი მომიტინგეების რეალური პროდასავლურობა გამოვლინდება იმაშიც, თუ როგორი მოლოდინით დახვდებიან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას

„ქართველი მომიტინგეების რეალური პროდასავლურობა ამ დღეებში გამოვლინდება იმაშიც, თუ როგორი მოლოდინით დახვდებიან ისინი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. ხოლო ქართველი სამართალდამცველების პროდასავლურობა იმაში გამოვლინდება, თუ როგორი ეფექტურობით შეძლებენ ისინი თავისი ფუნქციონალური მოვალეობების ევროპული სტანდარტების ტრადიციულ ქართველობასთან შეთავსებას“ – წერს „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, არაა გამორიცხული, რომ ქვეყანაში თაობების შერიგებას, პოლარიზაციის დაძლევასა და სიმშვიდის ჩამოყალიბებას სწორედ ამ დღეებში ეყრება საფუძველი.

„აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელი ო’ბრაენი საქართველოში ჩამოდის სამი ძირითადი მისიით: ამერიკასთან ვიზალიბერალიზაციის, თავისუფალი ვაჭრობისა და პირდაპირი ავიარეისების შესახებ გაყინული პროცესების გასალღობად – ამის შესახებ განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ქართველი მომიტინგეების რეალური პროდასავლურობა ამ დღეებში გამოვლინდება იმაშიც, თუ როგორი მოლოდინით დახვდებიან ისინი ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. ხოლო ქართველი სამართალდამცველების პროდასავლურობა იმაში გამოვლინდება, თუ როგორი ეფექტურობით შეძლებენ ისინი თავისი ფუნქციონალური მოვალეობების, ევროპული სტანდარტების ტრადიციულ ქართველობასთან შეთავსებას. არაა გამორიცხული, რომ ქვეყანაში თაობების შერიგებას, პოლარიზაციის დაძლევას, სიმშვიდის ჩამოყალიბებასა და უკიდურესი საზოგადოებრივი ნევროზული მდგომარეობის გრადუსის დაწევას სწორედ ამ დღეებში ეყრება საფუძველი. იმ ერთადერთი პირობით, თუ პროფესიონალი პროვოკატორი „ნაცები“ ამ პროცესებს არ გაეკარებიან. ამ კუთხით დაგვაიმედა სააკაშვილმა, რომელმაც მომავალ სახელისუფლებო თანამდებობებზე „კასტინგი“ გამოაცხადა. ამიტომ, იმედია, „ნაცები“ დიდი ხანი ჩვენთვის ვეღარ მოიცლიან…“- წერს დავით ქართველიშვილი ფეისბუქზე.

ასევე იხილეთ