top_leaderboard
left_sabechdi

ეკა სეფაშვილი: გამჭვირვალობის შესახებ კანონს პარლამენტი ხვალ მესამე მოსმენით მიიღებს – ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება

„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ხვალ, 14 მაისს, პარლამენტი იმოქმედებს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ეკა სეფაშვილი წერს, გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღება არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება.

„კანონს გამჭვირვალობის შესახებ მესამე მოსმენით პარლამენტი ხვალ მიიღებს. ეს არის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნება. საქართველოს მოქალაქეები მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას. ჩვენთვის ღირებულებები უმთავრესია! “- წერს ეკა სეფაშვილი.

ასევე იხილეთ