leaderboard_below_slide
left_sabechdi

ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონზე”: პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს და რაც მთავარია კანონი უნდა აღსრულდეს – საქართველოში უნდა შეწყდეს, გარედან დაფინანსებული სახელმწიფო რყევები

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავს მოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს.

გვენეტაძის თქმით, სავსებით მართალია პრემიერი, პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს და საქართველოში უნდა შეწყდეს, გარედან დაფინანსებული სახელმწიფო რყევები.

“სავსებით მართალია პრემიერი – პარლამენტმა კანონი უნდა მიიღოს და რაც მთავარია კანონი უნდა აღსრულდეს!

ბოლოს და ბოლოს საუკუნის მესამედის გავლის შემდეგ(33 წლის) საქართველოში უნდა შეწყდეს, გარედან დაფინანსებული სახელმწიფო რყევები!

და “მშვიდობა ნახოს საქართველომა”!

ასეც იქნება!” – წერს ედიშერ გვენეტაძე.

ასევე იხილეთ