ნინო წილოსანი: პრემიერს, ბოლო დღეების სისტემატური პრესკონფერენციების მეშვეობით, აქვს კონკრეტული და ძალიან მიზანმიმართული გზავნილები როგორც აქციის მონაწილეების, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მიმართ

„პრემიერს, ბოლო დღეების სისტემატური პრესკონფერენციების მეშვეობით აქვს კონკრეტული და ძალიან მიზანმიმართული გზავნილები როგორც აქციის მონაწილეების, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული მხარის მიმართ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვის დროს განაცხადა.

„ქვეყანაში, გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველა შეუძლია თავისი პოლიტიკური გემოვნება ამა თუ იმ ფორმით დააფიქსიროს, მაგრამ ეს ვერ გაცდება გამოხატვის უფლებას და ვერ გადაიზრდება სახელმწიფო ინსტიტუციების ბლოკირების თუ მუშაობის ხელშეშლის ფორმატში. სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან უმაღლესი სტანდარტია ნაჩვენები. ის სამწუხარო ფაქტები, რომელიც შესაძლოა ჩანდეს და რა თქმა უნდა არავის მოგვწონს, ასევე პრემიერის მხრიდან ძალიან მკაფიოდ არის აღნიშნული და დავალება მიცემული, რომ თითოეულ შემთხვევაში იყოს სწორი და კონკრეტული რეაგირება.

ჩვენ ვუყურებთ აქციის ორგანიზატორების სრულ უპასუხისმგებლობას. მთლიანად, ეს განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, როგორ მიედინება ყველაფერი იმისთვის, რაც მათ სურთ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ასევე იხილეთ