left_sabechdi

The New York Times-ის გამოკითხვა: დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენს 5 მერყევ შტატში უსწრებს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მოქმედ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს 5 მერყევ შტატში უსწრებს. აღნიშნულ მონაცემებს გაზეთ The New York Times-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, ტრამპი ბაიდენს უსწრებს არიზონას, პენსილვანიის, უისკონსინის, ნევადისა და ჯორჯიას შტატებში.

გამოკითხვამ ასევე ცხადყო, რომ ტრამპმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თავისი პოზიცია ახალგაზრდა და არათეთრკანიან ამომრჩევლებს შორის 2020 წელთან შედარებით.

The New York Times-ის გამოკითხვა ჩატარდა 28 აპრილიდან 9 მაისამდე პერიოდში. 6 შტატში ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 4 100-მდე ამომრჩეველმა მიიღო. ცდომილების ზღვარი თითოეული შტატისთვის მერყეობდა 3.6-დან 4.6 პროცენტულ პუნქტამდე.

ასევე იხილეთ