დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებითუზრუნველყოფის სააგენტომ „ეკონომიკური აგენტისმხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო.
პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთასამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.
სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების ან გადაიარაღებისთვის საჭირო ტექნიკასა და დანადგარებს 7500 ლარისფარგლებში შეუსყიდის.
ჯამში, გრანტს 30-მდე მეწარმე მიიღებს, რომლებსაც მოქმედი ბიზნესი აქვთ და მათი სამეწარმეო საქმიანობა 2024 წლის 1 იანვრამდეა რეგისტრირებული.
ბიზნეს გეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთანერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულსამმართველოებში 31 მაისის ჩათვლით მიიღება.
პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და სააგენტოს მიერ დაფინანსებული არაერთი წარმატებული პროექტი არსებობს. მეწარმე დევნილებმა და ეკომიგრანტებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ აღნიშნული შესაძლებლობა, რათა საკუთარი ბიზნესი კიდევ უფრო განავითარონ. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სააგენტოს ვებგვერდზე – https://idp.moh.gov.ge/