top_leaderboard
left_sabechdi

დევნილებისა და ეკომიგრანტების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით პროგრამა დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებითუზრუნველყოფის სააგენტომეკონომიკური აგენტისმხარდაჭერის პროგრამისფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის მიზანს დევნილთა და ეკომიგრანტთასამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებ, რომლებიც მეწარმეობით არიან დაკავებული, საქმიანობის გაფართოების ან გადაიარაღებისთვის საჭირო ტექნიკასა და დანადგარებს  7500 ლარისფარგლებში შეუსყიდის.

ჯამში, გრანტს 30-მდე მეწარმე მიიღებს, რომლებსაც მოქმედი ბიზნესი აქვთ და მათი სამეწარმეო საქმიანობა 2024 წლის 1 იანვრამდერეგისტრირებული.

ბიზნეს გეგმა, თანდართულ დოკუმენტაციასთანერთად, სააგენტოსა და მის ტერიტორიულსამმართველოებში 31 მაისის ჩათვლით მიიღება.

ქ. თბილისი, თამარაშვილის  ქ.N15ა;
ქ. გორი, სამების  ქ.N1;
ქ. რუსთავი, ი. ცურტაველის  ქ.N5ა;
ქ. ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის  ქ.N106;
ქ. ქუთაისი, ი.  აბაშიძის გამზ. N27.

პროგრამა ყოველწლიურად ხორციელდება და სააგენტოს მიერ დაფინანსებული არაერთი წარმატებული პროექტი არსებობს.  მეწარმე დევნილებმა და ეკომიგრანტებმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ  აღნიშნული შესაძლებლობა, რათა საკუთარი ბიზნესი კიდევ უფრო განავითარონ.  პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია  სააგენტოს ვებგვერდზე – https://idp.moh.gov.ge/

ასევე იხილეთ