„New York Post“: ენტონი ბლინკენმა თანამშრომლებს მოუწოდა, თავი აარიდონ ისეთ „პრობლემურ“ ტერმინებს, როგორიცაა „დედა/მამა“, „ქმარი/ცოლი“
სახელმწიფო დეპარტამენტმა თანამშრომლებს მოუწოდა თავი აარიდონ ისეთ „პრობლემურ“ ტერმინებს, როგორიცაა „დედა/მამა“, „ქმარი/ცოლი“, – ამის შესახებ „New York Post“ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა შიდა მოხმარებისთვის გამოცემულ მიმართვაში თანამშრომლებს მოუწოდა, თავი აარიდონ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „დედა“, „მამა“, ქალბატონებო და ბატონებო“, „ვაჟიშვილი“, „ქალიშვილი“. „ცოლი“, „ქმარი“.
5 თებერვლით დათარიღებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ გენდერი სოციალური კონსტრუქციაა და ადამიანის გენდერული იდენტობა შეიძლება ემთხვეოდეს ან არ ემთხვეოდეს სქესს, რომელიც ადამიანს დაბადებისას მიენიჭა.
ბლინკენმა კოლეგებს სახელმწიფო დეპარტამენტიდან მოუწოდა, გამოიყენონ „გენდერულად ნეიტრალური ენა, როდესაც ეს შესაძლებელია“, რათა „გამოავლინონ პატივისცემა და თავიდან აიცილონ გაუგებრობები“.
სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, საჭიროა ისეთი ფართოდ გავრცელებული ტერმინების გამოყენებისგან თავის შეკავება, როგორიცაა, „დედა”, „მამა“, „ცოლი“, „ქმარი“, ვაჟიშვილი“, „თქვენ, ბიჭებო“, „ქალბატონებო და ბატონებო“ და მათ ნაცვლად გამოყენებული უნდა იყოს „მშობელი“, „მეუღლე“ ან პარტნიორი“, შვილი, „ხალხო“ („ადამიანებო”), „თქვენ ყველა“.
ბლინკენი პერსონალს მოუწოდებს, თავი აარიდონ ისეთი ფრაზების გამოყენებას, როგორიცაა „მამაცი კაცები და ქალები ფრონტის ხაზზე“ და გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური „მამაცი მებრძოლები“.