ეპილატორი ყველა ქალის სილამაზისთვის საჭირო მოწყობილობაა. ტრადიციული ეპილატორი დღეს ისევე მოთხოვნადია, როგორც თანამედროვე, დიოდური, ლაზერული ეპილატორები ან ფოტოეპილატორი.
თუ ეპილატორის ყიდვა გადაწყვიტე, მნიშვნელოვანია, ზუსტად გესმოდეს რა ფუნქციები გჭირდება შენი სილამაზის პროცედურებისთვის.
ბაზარზე ეპილატორების და მათი მწარმოებელი ბრენდების ძალიან დიდი არჩევანია.
- Philips
- Braun
- Panasonic
- Rowenta
- Remington და სხვა
თითოეულ ეპილატორს აქვს სხვადასხვა კომპლექტაცია და შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის ამოცანის შესრულება შეუძლია.
როგორ გამოვიყენოთ ეპილატორი
ტრადიციული ეპილატორები: ტრადიციული ეპილატორი მბრუნავი დისკების და პინცეტების საშუალებით, თმას აშორებს ფესვიანად. უფრო მეტია ეპილატორის პინცეტის რაოდენობა, მით მეტი თმის მოცილება შეუძლია ერთი ბრუნვით.
ზოგიერთ მოდელს აქვს საპარსი თავაკი, თავაკი დელიკატური ზონებისთვის, თავაკი სახისთვის და სხვა. შედარებით ძვირიან მოდელებს კომპლექტაციაში ახლავს მასაჟორი თავაკები, თავაკი სხეულის პილინგისთვის, სახის ჯაგრისი ან პინცეტი.
კითხვაზე, თუ რომელი ფირმის ეპილატორი არის უმტკივნეულო გიპასუხებთ, რომ ამ ტიპის ეპილატორის გამოყენება საკმაოდ მტკივნეულია.
ლაზერული ეპილატორები: რაც შეეხება ლაზერულ ფოტოეპილატორებს, ისინი, თმას აშორებს ლაზერული სხივის საშუალებით და სახლის პირობებში ქმნის სალონის ეფექტს. ამისთვის, ლაზერულ ეპილატორს აქვს იმპულსების კონკრეტული რაოდენობა.
ლაზერული ფოტოეპილატორის უპირატესობები:
- კომფორტულ სახლის პირობებში გამოყენებისთვის
- ზოგავ თანხას და აღარ გიწევს სალონებში სიარული
- პროცედურა სწრაფი და მარტივია
- მნიშვნელოვნად ანელებს თმის ზრდას
- ხელს უწყობს კანის განახლებას
- არ იწვევს კანის გაღიზიანებას და თმის ჩაბრუნებას
ეპილატორის გამოყენება: მშრალი VS ნოტიო
ეპილატორის შერჩევისას წინასწარ უნდა გქონდეს ინფორმაცია მხოლოდ მშრალი გამოყენება აქვს თუ ნოტიოც.
ეპილატორს მშრალი და ნოტიო წმენდის ფუნქციებით გამოიყენებ საშხაპეშიც. ამასთან, სველი ეპილაცია ნაკლებად მტკივნეულია, რადგან თბილი წყალი ხელს უწყობს კანის და თმის ფოლეკულების მოდუნებას.
სადენიანი და უსადენო ეპილატორები
ზოგიერთი ეპილატორი მუშაობს უსადენოდ, ეს კომფორტულია, რადგან პორტატიულობა გაძლევს სივრცეში გადაადგილების საშუალებას.
სადენიანმა ეპილატორმა, შესაძლოა, შენი მოძრაობა შეზღუდოს პროცესის დასრულებამდე. ამ ტიპის მოწყობილობის უპირატესობაა მუდმივი ენერგიის მიწოდება, რაც უსადენო ეპილატორის შემთხვევაში არ გაქვს.
უსადენო ეპილატორებს სჭირდება დამუხტვა და მუშაობის პროცესში შეფერხება რომ თავიდან აირიდო, უნდა აირჩიო ეპილატორი ხანგრძლივი გამოყენების მქონე ბატარეით.
ეპილატორის სიჩქარის პარამეტრები
აირჩიე ეპილატორი რეგულირებადი სიჩქარის პარამეტრებით. სიჩქარის რეგულირების ფუნქცია დაგეხმარება, რომ მტკივნეულ ზონებში შეანელო პინცეტების ბრუნვის სიჩქარე.
რაში გეხმარება ეპილატორში ჩაშენებული განათება
ეპილატორის ზოგიერთ მოდელს ჩაშენებული აქვს განათება. მანათობელი ნათურა გეხმარება, რომ მკაფიოდ დაინახო ძალიან თხელი თმის ღერები.
როგორც ხედავ, ეპილატორის შერჩევისას, შენივე კომფორტისთვის, აუცილებელია, გაითვალისწინო რამდენიმე მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალი. ეს ყველაფერი დაგეხმარება ეპილაციის პროცედურის გამარტივებაში და საუკეთესო შედეგის მიღწევაში.