left_sabechdi

ირაკლი ზარქუა ახალგაზრდებს: ვისურვებთ, რომ არ იყოთ გამოყენებული ამ უსამშობლოების მხრიდან

„ვისურვებთ, რომ არ იყოთ გამოყენებული ამ უსამშობლოების მხრიდან”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ზარქუამ ახალგაზრდების მისამართით განაცხადა.

„არ შეიძლება ახალგაზრდების და მოსწავლეების ჩართვა პოლიტიკურ, ვიწრო საქმიანობაში. ჩვენ ეს ნანახი გვაქვს 2003 წელს. „ვარდების რევოლუცია“ რომ იყო, ახალგაზრდები გამოიყვანეს, მოსწავლეები, გვახსოვს. შემდეგ ამ ახალგაზრდებს დაუპირისპირეს რეჟიმი. ვისურვებთ, რომ არ იყოთ გამოყენებული ამ უსამშობლოების მხრიდან“, – აღნიშნა ზარქუამ.

ასევე იხილეთ