left_sabechdi

ალუდა ღუდუშაური: საქართველოს გაუმარჯოს ღირსეულად ევროპაში, არა “ნაციონალურ მოძრაობას” თავის რუსებიანად

„საქართველოს გაუმარჯოს ღირსეულად ევროპაში. არა “ნაციონალურ მოძრაობას” თავის რუსებიანად. ეს ის ხალხია, რომლებმაც რუსეთის საქმე აკეთეს და დღესაც ამას აკეთებენ“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, დარბაზში სხედან ადამიანები, რომლებსაც ოფიციალურად, დეკლარირებულად ხელი აქვთ მოწერილი ამ ქვეყნის ღალატზე და საქართველოსთვის დაბრალებული აქვთ აგრესიული ომის წარმოება.

„დარბაზში სხედან ადამიანები, რომლებიც ტაშს უკრავდნენ არა ჩვენი იდენტობის დაცვას, არამედ მათი პრემიერ-მინისტრის, მერაბიშვილის გამოსვლას, რომელიც იძახდა, რომ რუსულ ფულს სუნი არ აქვს. აქ სხედან ადამიანები, რომელთა იდეოლოგია პირდაპირ ძალადობა და ფაშიზმია. მინდა გაიგოს ყველამ, თითოეულმა ქართველმა – ჩვენ ვითხოვთ თანასწორთა შორის თანასწორად ყოფნას.

მეგობრებო რაზე ვლაპარაკობთ? ძალადობა რომ დაუშვებელია ამაზე ვლაპარაკობთ? ჩვენი კოლეგის მცირეწლოვან შვილზე მესიჯებს რომ აგზავნით და ერთი არ დაგიგმიათ, თქვენ რა გგონიათ, რომ ეს ყველაფერი ქართველ ხალხს გამოეპარება? ჩვენ შევპირდით ქართველ ხალხს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი სიბოროტით ვერასოდეს ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებოდა. მე პირადად გეუბნებით, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, თქვენი ნასახი არ იქნება ხელისუფლებაში!”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

ასევე იხილეთ