leaderboard_below_slide
left_sabechdi

პარლამენტთან რკინის კონსტრუქცია მომიტინგეებმა მოშალეს

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მომიტინგეების ნაწილმა შენობის გარშემო დამონტაჟებული რკინის კონსტრუქცია მოშალეს. ამის შემდეგ, ზოგიერთი მათგანი პარლამენტის ეზოს ტერიტორიაზე შეივდა.

ამ ეტაპზე, აქციის მონაწილეებს საპოლიციო ძალები პარლამენტის შიდა ეზოს ატოვებინებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ყველა სამართალდარღვევას პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

„მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ასევე იხილეთ