ვლადიმერ ბოჟაძე: „ნაცმოძრაობა“ ვერ ბრუნდება არჩევნების გზით, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს რევოლუციით, ოღონდ ეს იქნება ყველა შემთხვევაში სისხლიანი რევოლუცია
„ჩვენ რომ ეს კანონი არ მიგვეღო, არჩევნების შემდგომ ან არჩევნებამდე იქნებოდა ის სცენარი, რომელსაც ახლა ვხედავთ, ოღონდ კიდევ უფრო მეტად მძაფრი, კიდევ უფრო მეტად დაპირისპირებული“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
„ხედავთ, რომ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოებიდან ზოგიერთი პოლიტიკოსი პირდაპირ მოუწოდებს რევოლუციისკენ, თარიღებსა და ვადებსაც უნიშნავენ. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი გზა ხელისუფლებაში დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც ვერ ბრუნდება არჩევნების გზით, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს რევოლუციით, ოღონდ ეს იქნება ყველა შემთხვევაში სისხლიანი რევოლუცია, იმიტომ რომ ერთხელ რევოლუციის გზით მოსულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რა უქნა ხალხს, ყველამ ვნახეთ“, – განაცხადა ბოჟაძემ.