leaderboard_below_slide
left_sabechdi

ირაკლი კობახიძე: იმდენად მარტივია ეს კანონი და ერთადერთ რამეს ითვალისწინებს, წელიწადში ერთხელ დეკლარაციის ჩაბარებას, ვერც წარმომიდგენია, რა შენიშვნა შეიძლება მოგვცენ ჩვენმა პარტნიორებმა, თუმცა ვადასტურებთ ღიაობას სამართლებრივი დისკუსიისთვის

„ჩვენ ნათქვამი გვაქვს, რომ შეგვიძლია ვეტოს პროცედურა გამოვიყენოთ ცვლილებების განსახორციელებლად, მთავარია, კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები მივიღოთ კანონთან დაკავშირებით, რაც დღემდე არ მიგვიღია”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღემდე არც ერთი სამართლებრივი შენიშვნა კანონთან დაკავშირებით არ ყოფილა.

„თუ მივიღებთ, ოღონდ რამე მივიღოთ, ნებისმიერი შენიშვნის განსახილველად მზად ვართ. ერთი რამ არის აქ მნიშვნელოვანი – იმდენად მარტივია ეს კანონი, ერთადერთ რამეს ითვალისწინებს, ეს არის წელიწადში ერთხელ დეკლარაციის ჩაბარება, ვერც წარმომიდგენია, რა შენიშვნა შეიძლება მოგვცენ ამ კანონთან დაკავშირებით ჩვენმა პარტნიორებმა. ერთადერთი რამ წერია ამ კანონში, დანარჩენი არის ტექნიკური ნორმები. ორგანიზაციები წელიწადში ერთხელ აბარებენ დეკლარაციას, ამაზე რა შენიშვნა უნდა მოგვცეს ვინმემ, არ ვიცი, რადგან ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი, რაც უაღრესად ევროპული მოვლენაა. აქედან გამომდინარე, დაველოდებით. თუ აქამდე ვერ შეძლეს შენიშვნების წარმოდგენა, არ ვიცი, როგორ შეძლებენ ამის გაკეთებას მომავალში, თუმცა კიდევ ერთხელ ვადასტურებ ღიაობას სამართლებრივი დისკუსიისთვის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე იხილეთ