გურამ მაჭარაშვილი: საინტერესოა ბატონი ო’ბრაიენის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, მასთან შეხვედრის პარალელურად აქციის რადიკალური ნაწილი პარლამენტთან ღობეს რომ არბევდა, რა მოხდებოდა აშშ-ში ამ შემთხვევაში
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაფასა.
მისი თქმით, კაპიტოლიუმზე ცნობილი თავდასხმის შემდეგ, საინტერესო იქნებოდა ო’ბრაიენის კომენტარი იმაზე, თუ რა მოხდებოდა აშშ-ში იმ შემთხვევაში, რასაც ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ რადიკალების მხრიდან – პარლამენტის შენობაში შეჭრის არაერთ მცდელობას.
„საინტერესო იქნებოდა ბატონი ო’ბრაიენის კომენტარი იმასთან დაკავშირებით, მასთან შეხვედრის პარალელურად აქციის რადიკალური ნაწილი პარლამენტთან ღობეს რომ არბევდა, რა მოხდებოდა აშშ-ში ამ შემთხვევაში. კარგად ვიცით, რაც მოხდა კაპიტოლიუმზე შტურმის დროს – 6 ადამიანი იქვე მოკლეს და 100-მდე გაუშვეს მუდმივ პატიმრობაში. საინტერესო იქნებოდა მისი კომენტარი გუშინ და ორი კვირის განმავლობაში მომხდარ არაერთ ასეთ რადიკალურ პროცესთან.
რაც შეეხება ჟიგიმანტას პავილიონისის და სხვა პირების ვიზიტს, ჩვენ ვთქვით, რომ ბატონი ჟიგიმანტასი დაახლოებით 2 წლის წინ ჩამოვიდა საქართველოში, პირდაპირ მივიდა კრიმინალ მელიასთან მხარდასაჭერად, რომელმაც თავის მხრივ, პირდაპირ ესროლა ხელთათმანი სახელმწიფოს და თქვა, რომ კანონს არ აღასრულებს. ანუ, რეალურად ჟიგიმანტას პავილიონისმა მხარი რევოლუციას დაუჭირა და როგორ შეიძლება ადამიანის მიმართ, რომელიც პატივს არ სცემს ქართულ სახელმწიფოს და ქართველი ხალხს, ჩვენ ლოიალური დამოკიდებულება გვქონდეს,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო შედგა როგორც სახელმწიფო და ხელისუფლების უნარი, იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, ჩვენ მხოლოდ დამატებით დივიდენდებს მოგვიტანს პარტნიორების თვალში.
„მე გარწმუნებთ ყველას, რომ ასეთი სწორი პოლიტიკის შემდგომ, როდესაც ჩვენ ვიღებთ იმ კანონს, რომელიც არის ქართული (სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ ამერიკის და რუსეთის მოქალაქე ერთად გვიპროტესტებდნენ, თან ძალადობრივად ქართულ კანონს) ყველა სახელმწიფო პატივს სცემს საქართველოს, ისე როგორც მას ეკადრება. სხვა შემთხვევაში, ჩვენ აღარ დაგველაპარაკებოდნენ როგორც პარტნიორს. ჩვენ უბრალოდ უცხოელებს მათ ნებაზე დავყვებოდით და ამ კანონს არ მივიღებდით. გამომდინარე აქედან, საქართველოს სახელმწიფო შედგა მორიგ ჯერზე როგორც სუვერენული ქვეყანა და გარწმუნებთ, ეს კიდევ უფრო მეტ დივიდენდს მოგვიტანს, ვიდრე აქამდე, იმიტომ, რომ პარტნიორები დარწმუნდებიან საქართველოს ხელისუფლების დამოუკიდებლობაში, რადგან ის იღებს ქართულ კანონებს,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.