შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ხან სხდომათა დარბაზში არიან, ხან აქციაზე დადიან – არც ერთგან ვარგან და არც მეორეგან
„ოპოზიციის ადგილზე რომ ვიყო, საერთოდ მანდატებს დავტოვებდი. საერთოდ რა უნდათ? არასერიოზული ხალხია”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მათ არც დებატში შემოსვლა შეუძლიათ და არც მიტინგის ჩატარება შეუძლიათ. არც ერთი აქვთ უნარი და არც მეორეში. არც ცოდნა აქვთ საკმარისი რომ კამათში შემოვიდნენ და არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ საკმარის, რომ მიტინგები ატარონ. არაფერში არ ვარგან, ამიტომ, როდესაც ადამიანი არაფერში ვარგა ასე ეხეთქება ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. ხან სხდომათა დარბაზშია და ხან აქციაზე დადოს. არც ერთგან ვარგან და არც მეორეგან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ლელომ“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი გამოუცხადეს. ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა „სტრატეგია აღმაშენებელიც“. პარტია „საქართველოსთვის“ კი საპარლამენტო ბოიკოტს არ უერთდება.