გივი მიქანაძე 5 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებზე: ისინი თავიდან ბოლომდე სუბიექტურ, ცალმხრივ პოზიციას ასახავენ და რადიკალური ოპოზიციის პოზიციების გამყარებას ემსახურებოდა ეს ყველაფერი
გივი მიქანაძემ ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეების პარლამენტთან აქციაზე მისვლა შეაფასა. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ პოლიტიკოსების ქმედება რადიკალური ოპოზიციის პოზიციების გამყარებას ემსახურება,
„წინასწარი განცხადებები, რომლებიც ამ ადამიანების მხრივ ვიზიტამდე გაკეთდა, პირდაპირ მიუთითებდა, რომ ისინი თავიდან ბოლომდე სუბიექტურ, ცალმხრივ პოზიციას ასახავენ და რადიკალური ოპოზიციის პოზიციების გამყარებას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. გუშინ აქციაზე მათი მისვლა ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იყო“, – მიიჩნევს მიქანაძე.