ირაკლი ზარქუა: ირაკლი ზარქუა: კუბილიუსებისა და ფოტიგების გაგრძელებაა ეს როთი და ჟიგიმანტასი – „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია მათ აფინანსებთ და რას უნდა ველოდოთ?!
„კუბილიუსებისა და ფოტიგების გაგრძელებაა ეს როთი და გიჟმანტა თუ ჟიგიმანტასი. ესენი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ პირდაპირ მეგობრები.„ნაციონალური მოძრაობა“ წლებია მათ აფინანსებთ და რას უნდა ველოდოთ? ჩამოვიდნენ და დადგნენ უსამშობლოებთან და შეცდომაში შეყვანილ ახალგაზრდებთან”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ მედიასთან განაცხადა.
„ესენი (ოპოზიცია) არიან ხელმოცარულები, რომელთაც ერთადერთი ამოცანა აქვთ, რომ ლობისტური კომპანიების დახმარებით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გაილაშქრონ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
გუშინ, პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებს, ჩეხეთის, პოლონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ფინეთის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებმა სიტყვით მიმართეს.