left_sabechdi

ანრი ოხანაშვილი: რადიკალები გულწრფელ პროტესტს იყენებენ რადიკალური პოლიტიკური ინტერესებისთვის

„რადიკალები გულწრფელ პროტესტს იყენებენ რადიკალური პოლიტიკური ინტერესებისთვის”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ეს აქცია ორგანიზდება, იმართება კონკრეტული რადიკალური ჯგუფების მხრიდან და ასევე საზღვარგარეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. ეს ხელისგულზე დევს. რა თქმა უნდა ეს ხალხი ახდენს ცალკეული ახალგაზრდების თუ სხვა ჯგუფების გულწრფელი უკმაყოფილების, თუ განსხვავებული აზრის ინსტრუმენტალიზებას. რადიკალები გულწრფელ პროტესტს იყენებენ რადიკალური პოლიტიკური ინტერესებისთვის“,- აღნიშნა ოხანაშვილმა.

ასევე იხილეთ