left_sabechdi

ილია თოფურია: UFC ესპანეთის თარიღი უკვე ვიცი

UFC-ის ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა ილია თოფურიამ სოციალურ ქსელ X-ის გვერდზე დაწერა, რომ უკვე იცის, როდის ჩატარდება ორგანიზაციის ღონისძიება ესპანეთში.

როგორც ჩანს, 27 წლის დაუმარცხებელი ქართველი MMA-ის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის საჩემპიონო ქამარს ესპანეთში დაიცავს.

„UFC ესპანეთის თარიღი უკვე ვიცი“, – წერს ილია.

ესპანეთში აქამდე UFC-ის ღონისძიება არ ჩატარებულა. ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ კი თოფურიამ ამის სურვილი გამოთქვა.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ავსტრალიელი ჩემპიონი მიმდინარე წლის 18 თებერვალს დაამარცხა.

ასევე იხილეთ