გიორგი მიქაუტაძით ლიგა 1-ის „რენი“ დაინტერესდა და „მეცის“ ქართველ თავდამსხმელს დაუკავშირდა, – ინფორმაციას ფრანგული გამოცემა Ouest-France ავრცელებს.
„მნიშვნელოვანი სიახლე – „სტად რეიმსმა“ ჟორჟ მიქაუტაძესთან კონტაქტი დაამყარა. ქართველ ფეხბურთელს ამსტერდამის „აიაქსთან“ კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს. მოლაპარაკება ნიდერლანდურ კლუბთანაც დაიწყო“, – წერს Ouest-France.
დიდი ალბათობით, ქართველ ფორვარდის „მეცი“ ლიგა 1-ის პლეი-აუტში ითამაშებს, მაგრამ რთული წარმოსადგენია, რომ 23 წლის მიქაუტაძე აუტსაიდერ გუნდში დარჩეს. მით უფრო, რომ ბოლოდროინდელი თამაშის გამო მისით ბევრი კლუბი დაინტერესდა. გიორგიმ იანვრის შემდეგ „მეცში“ 11 გოლი გაიტანა (სულ 13 გოლი) და პირველი ფეხბურთელია საფრანგეთის ლიგა 1-ის ისტორიაში, ვინც ზამთრის ტრანსფერის შემდეგ ასეთი შედეგიანობა აჩვენა.
„აიაქსი“ „მეცს” მიქაუტაძის ტრანსფერში 16 მილიონი ევროს გადახდაზე შეუთანხმდა და 6 მილიონი უკვე დაურიცხა. თუმცა, იანვარში ქართველმა თავდამსხმელმა ამსტერდამი დატოვა, ნიდერლანდელებმა კი ფრანგებს შესთავაზეს, რომ მიქაუტაძის ტრანსფერს დაუთმობენ, თუ ფრანგები დარჩენილ 10 მილიონზე უარს იტყვიან. ეს შეთავაზება დღემდე ძალაშია.