left_sabechdi

დავით ქართველიშვილი: სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის გასვლით სხდომაზე, დღეს უცხო პიროვნების თავდასხმის ობიექტი გახდა, რომლებმაც მისი მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლეს

„საქართველოსა და სამართლიანობის დიდი მეგობარი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო დაჭრილია და ვერტმფრენით გადაყვანილია ბრატისლავას ერთ-ერთ კლინიკაში“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ქართველიშვილმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს ჯანმრთელობა უსურვა.

„ტერორი ევროკავშირში! საქართველოსა და სამართლიანობის დიდი მეგობარი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო, მთავრობის გასვლით სხდომაზე, დღეს უცხო პიროვნების თავდასხმის ობიექტი გახდა, რომლებმაც მისი მიმართულებით რამდენიმეჯერ გაისროლეს. ფიცო დაჭრილია და ვერტმფრენით გადაყვანილია ბრატისლავას ერთ-ერთ კლინიკაში. თავდამსხმელი დაკავებულია – დაველოდოთ დამატებით ინფორმაციას და ვუსურვოთ ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს გადარჩენა და ჯანმრთელობა. ყველას ვერ გაგვანადგურებთ!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე იხილეთ