leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო, რობერტ ფიცოს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ

„შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო”, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„შეძრწუნებული ვარ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო. რობერტ ფიცოს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, სლოვაკ ხალხს კი მშვიდობას“, – წერს კალაძე.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს მთავრობის სხდომის შემდეგ, გარეთ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თვითმხილველთა ცნობით, თავდამსხმელი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მთავრობის სხდომა ბრატისლავიდან 180 კილომეტრში მდებარე ქალაქ ჰანდლოვას კულტურის სახლში იმართებოდა.

ასევე იხილეთ